Thumbnail

ხელოვნურმა ინტელექტმა Nirvana-სა და ემი უაინჰაუსის ახალი სიმღერები შექმნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადურმა ორგანიზაციამ Over The Bridge ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 27 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსების, მათ შორის ლეგენდარული ამერიკული კოლექტივის, Nirvana-ს სოლისტის, კურტ კობეინისა და ბრიტანელი მომღერლის, ემი უაინჰაუსის სტილში კომპოზიციები შექმნა. პროექტი Drowned In The Sun – Lost Tapes Of The 27 Club მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან.

ემინემის ჰიტის My Name Is ახალი ვერსია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს

27 წლის ასაკში გარდაცვლილი 27 მუსიკოსი

"რა იქნებოდა, ჩვენთვის საყვარელ ყველა ამ მუსიკოსს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა რომ მიეღო? რაღაც მხრივ, მუსიკის ინდუსტრიაში დეპრესია ნორმად ითვლება და რომანტიზებულია, მათი მუსიკა კი წრფელ ტანჯვად აღიქმება", - განუცხადა ჟურნალ Rolling Stone-ს ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრმა, შონ ო’კონორმა.

უაინჰაუსის და კობეინის გარდა, ნეირონულმა ქსელმა ეპოქალური ამერიკული ჯგუფის, The Doors-ის ფრონტმენის, ჯიმ მორისონისა და ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ჯიმი ჰენდრიქსის სტილშიც დაწერა სიმღერები. ამ არტისტების შემოქმედების გაანალიზებაზე გუგლის პროგრამამ Magenta იმუშავა.

"თუ დააკვირდებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სიმღერაში Drowned In The Sun იგივე ატმოსფერო იგრძნობა, რაც Nirvana-ს უკანასკნელ კომპოზიციაში You Know You're Right. კურტი პირდაპირ წერდა იმას, რასაც გრძნობდა. ამ ახალ ტრეკში ნათქვამია - I’m a weirdo, but I like it (უცნაური ვარ, მაგრამ ეს მომწონს), რაც ზუსტად გადმოსცემს კურტ კობეინის ხასიათს", - აღნიშნავს "ნირვანას" მუსიკის პატივსაცემად შექმნილი ბენდის Nevermind the Nirvana tribute band სოლისტი, ერიკ ჰოგანი, რომელიც კომპოზიციაში Drowned In The Sun ვოკალს ასრულებს.

ნეირონულმა ქსელმა თითოეული შემსრულებლის 30 კომპოზიცია გააანალიზა, შეისწავლა აკორდის ცვლილებები, გიტარის რიფები და სოლოები, დრამის გამოყენება, ლირიკა და სხვა დეტალები, შედეგად კი ახალი სიმღერები და მათი ტექსტები შექმნა. ერთადერთი, რაზეც ხელოვნურ ინტელექტს არ უზრუნია, ვოკალია. კომპოზიციები ეპოქალური არტისტების პატივსაცემად მოღვაწე, ე.წ. Tribute მომღერლებმა შეასრულეს.

Nirvana-ს სტილში დაწერილი Drowned in the Sun

ემი უაინჰაუსის სტილში დაწერილი Man, I Know

The Doors-ის სტილში დაწერილი The Roads Are Alive

ჯიმი ჰენდრიქსის სტილში დაწერილი You're Gonna Kill Me

კომენტარები

ბოლოს დამატებული