Thumbnail

Tekashi 6ix9ine: ვაღიარებ, რომ ბედნიერი არ ვარ, ღმერთის რწმენა არ დაკარგოთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც დომინიკელთა რესპუბლიკაში მის ვიზიტს ასახავს. რეპერი თაყვანისმცემლებს ხვდება, მათ ფულს ურიგებს და სურათებსაც იღებს. პოსტის აღწერაში კი ტეკაში გამომწერებს გამოუტყდა, რომ სინამდვილეში თავს ბედნიერად არ გრძნობს და ცნობადობა და ბევრი ფული მისთვის არაფერს ნიშნავს.

მოიპარა თუ არა ტეკაშიმ GOOBA-ს მელოდია - კომპოზიციების შედარება

Tekashi 6ix9ine განმარტავს, როგორ დაიკლო წონაში

ნახეთ: რაც გავაკეთე, არ ყოფილა ჩაშვება, ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება

"ჩემო თაყვანისმცემლებო, მიყვარხართ. ბოდიში, რომ ბოლო პერიოდში მუსიკას ჩამოვშორდი. რეალურად თავს ბედნიერად სულაც არ ვგრძნობ. პოპულარობა და ბევრი ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მათ ჩემთვის სიხარული არ მოაქვთ. ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ, როდესაც ოცნებებს აისრულებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი ხდება. არასოდეს დაკარგოთ მისი რწმენა. ის გლოცავთ, ამჩნევს იმ სიკეთეებს, რაც გულში გაქვთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერება ვიპოვო და ის სიხარულის შეგრძნება დავიბრუნო, რომელიც წარსულში მქონდა", - წერს ტეკაში ინსტაგრამის გვერდზე.

სიქსნაინმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვენა, რომელშიც გასულ წლებზე ისაუბრა.

"2017 წელს კურიერად ვმუშაობდი. 2018-ში ჰიპ ჰოპ სამყაროს ვაკონტროლებდი. 2019 წელს 47-წლიანი პატიმრობა მემუქრებოდა, 2020-ში კი ციხიდან 20 მილიონით მდიდარი გამოვედი. 2021 წელს მადლობას ვუხდი ღმერთს", - წერს შემსრულებელი.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული