Thumbnail

ნახეთ: Lil Tjay კლიპს Oh Well ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის Destined 2 Win პრომოუშენის ფარგლებში ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლილ თიჯეიმ მსმენელს კომპოზიციაზე Oh Well გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ახალგაზრდა რეპერის ჩანაწერის პროდიუსერი Jay Bunkin გახლავთ.

მოუსმინეთ: Lil Tjay ალბომს Destined 2 Win ავრცელებს

ნახეთ: Lil Tjay, Polo G და Fivio Foreign კლიპში Headshot

ნახეთ: Lil Tjay x 6LACK - Calling My Phone

ბრონქსელმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული კომერციულად წარმატებული სინგლებით Leaked და Brothers გაიცნო. 2019 წელს გაყიდვაში ახალგაზრდა შემსრულებლის სადებიუტო ალბომი True 2 Myself ჩაეშვა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ორი წლის შემდეგ ნიუ იორკელმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Destined 2 Win გამოაქვეყნა. თიჯეი 2020 წელს გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ახლო მეგობარი გახლდათ, რომელთანაც კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული