Thumbnail

პოპულარულმა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოდაკ ბლექმა ახალი კომპოზიცია Easter In Miami და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერები DzyOnDaBeat და Nick Seeley არიან.

ნახეთ: Kodak Black - Righteous Reapers

მოუსმინეთ: Kodak Black - Every Balmain

ნახეთ: Lil Yachty და Kodak Black კლიპს Hit Bout It ავრცელებენ

ფლორიდელმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა. ორი წლის შემდეგ კი კოდაკმა, რომელიც იმ დროისთვის ციხეში სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის იხდიდა, საპატიმროდან მესამე სტუდიური ნამუშევარი Bill Israel გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული