Thumbnail

რატომ სთხოვა მადონამ რიტა ორას დაჩოქება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, რიტა ორამ ჯიმი ფელონის ღამის შოუში სტუმრობისას ის დღე გაიხსენა, როცა წლების წინ ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მადონას მიერ მაღაზიათა ქსელის Macy's-სთვის შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობისას პირადად შეხვდა მომღერალს.

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა მადონას გარეგნობა წლების განმავლობაში

"ჩემი ცხოვრების გამორჩეული მომენტი მადონას უკავშირდება. შესანიშნავი იყო, მაგრამ ძალიან უხერხული და დაუჯერებელი. სწორი განათება რომ შერჩეულიყო, მუხლებზე დამაჩოქა. ეს ჩემი კარიერის ძალიან ადრეულ ეტაპზე მოხდა. მისი ტანსაცმლის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში ვმონაწილეობდი, როცა ჩემთან მოვიდა. ისეთი აღელვებული ვიყავი, სუნთქვაც გამიჭირდა. როცა მომიახლოვდა, მითხრა, ეს ჩემი განათება არ არის, მოდი, ჩავიხაროთო. გაოცებული დავრჩი - რა ხდება-მეთქი, ვფიქრობდი. შემდეგ კი მართლა დავიჩოქეთ იატაკზე. რაზეც მიმითითებდა, ყველაფრის გამკეთებელი ვიყავი, ის ხომ მადონაა და საუკეთესოა", - ამბობს რიტა.

ცნობისთვის, რიტა ორამ მადონასა და მისი შვილის, ლორდს ლიონის კოლექციის Material Girl Collection სარეკლამო კამპანიაში 2014 წელს მიიღო მონაწილეობა.

რიტა მადონას ტანსაცმლის ხაზის ფოტოსესიაში

რიტა ორამ შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა R.I.P, How We Do და Anywhere მოუტანა. დღესდღეობით ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანელ პოპ შემსრულებლად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული