Thumbnail

მოუსმინეთ: Qual-მა Lebanon Hanover-ის ტრეკის Hard Drug რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, უილიამ მეიბილეინმა, სოლო პროექტით Qual, მისი და შვეიცარიელი არტისტის, ლარისა აისგლესის დარქ ვეივ დუეტის Lebanon Hanover ბოლო ალბომში Sci​-​Fi Sky შესული კომპოზიციის Hard Drug რემიქს ვერსია გაავრცელა.

მოუსმინეთ: Lebanon Hanover ალბომს Sci​-​Fi Sky ავრცელებს

Lebanon Hanover-ის წევრმა, უილიამ მეიბილეინმა სოლო პროექტი Qual 2014 წელს შექმნა. ერთ წელიწადში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Sable გაავრცელა. 2018 წელს არტისტმა რიგით მეორე ჩანაწერი The Ultimate Climax გამოსცა. მიმდინარე წლის მარტში კი უილიამმა კიდევ ერთი ნამუშევარი Tenebris in Lux გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული