Thumbnail

მოუსმინეთ: კატების მეტალ ბენდი Cattera სინგლს Hunger Of The Beast ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კატებით დაკომპლექტებულმა მეტალ ბენდმა Cattera სადებიუტო სინგლი Hunger Of The Beast გაავრცელა. ჯგუფის ფრონტმენი რუპე-შაკირია, რომელიც კატების თავშესაფრის ბინადარი იყო მანამ, სანამ ამერიკული ლეიბლის Fearless Records პროდუქტის მენეჯერის, ენა მრზიგლოცკის სახლში დაიდებდა ბინას. სწორედ მას შემდეგ დაიწყო მისი და კიდევ სამი შინაური ცხოველის მუსიკალური კარიერა.

ნახეთ: ეს ფრინველები და ცხოველები თითქოს ალბომის ყდისთვის პოზირებენ

კომპოზიციის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ბრუკლინში მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციას Whiskers-A-GoGo გადაერიცხება, რომელიც მიტოვებული და ქუჩის კატების გადასარჩენად მუშაობს.

"იმ მომენტიდან, როცა რუპე-შაკირი ჩემს ბინაში შემოვიდა, მისი ვარსკვლავური ძალა ვიგრძენი. როდესაც მისი ემოციებით აღსავსე კნავილი გავიგე, მივხვდი, რომ მეტალ ბენდის ფრონტმენი უნდა გამხდარიყო. ტალანტების აღმოჩენის უნარი ჩამერთო, რომელიც არც კი ვიცოდი, თუ მქონდა. ხალხმა შეიძლება, იფიქროს, რომ Cattera, უბრალოდ, დიდ ლეიბლს ამოფარებული მორიგი პროექტია, მაგრამ სინამდვილეში აქ ნამდვილი ტალანტი იმალება", - ამბობს ენა მრზიგლოცკი.

ჯგუფმა კადრს მიღმა სცენები გაავრცელა, რომელშიც რუპე-შაკირი სტუდიაში "მუშაობის" პროცესშია ასახული.

ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები რომ ციყვები ყოფილიყვნენ

Cattera შინაური ცხოველების ან ფრინველებისგან შემდგარი პირველი ბენდი არ არის, რომელიც ამ ჟანრში მოღვაწეობს. 2003 წელს ჩამოყალიბებულ დეს მეტალ ჯგუფში Hatebeak თუთიყუში ჟაკო მონაწილეობს, ამერიკულ დესგრაინდ კოლექტივში Caninus კი ორ პიტბულ ტერიერს ვხვდებით.

კომენტარები

ბოლოს დამატებული