Thumbnail

მოუსმინეთ: როგორი იქნებოდა We Are The Champions მელოდიის გარეშე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ჰიტი We Are the Champions როკ მუსიკაში ერთ-ერთი საკულტო ნამუშევარი გახლავთ. მსოფლიო მასშტაბით, ის სპორტული ღონისძიებების, სხვადასხვა დაჯილდოებისა თუ შეჯიბრების ერთგვარ ჰიმნადააა ქცეული. იუთუბის არხმა და ვებგვერდმა Playback.fm "ქუინის" ოთხი პერფორმანსიდან მონაკვეთები ამოჭრა, დაამუშავა და აკაპელა შესრულება შემოგვთავაზა. როდესაც მოისმენთ, ფრედი მერკურის ფენომენალური ვოკალი ყურადღების მიღმა ვერ დაგრჩებათ.

ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომლებიც ბრაიან მეიმ ფრედი მერკურის გადაუღო

Queen-ის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე ფრედი მერკურისთან ერთად

სიმღერის ორიგინალი ვერსია ჯგუფმა 1977 წელს გამოუშვა. კომპოზიცია ბენდის ალბომში News of the World არის წარმოდგენილი. 2009 წელს ტრეკი გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჩანაწერი 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური მუსიკალური თემა გახლდათ.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული