Thumbnail

გთავაზობთ 2021 წლის მარტში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Rostam - 4Runner

ამერიკული ინდი როკ ჯგუფის, Vampire Weekend-ის ყოფილმა წევრმა, როსტამ ბათმანგლიჯმა, სასცენო სახელით Rostam, ახალი კომპოზიცია 4Runner გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე სოლო ალბომში Changephobia შევა, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 4 ივნისს ჩაეშვება.

9. Brockhampton - BUZZCUT ft. Danny Brown

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ Brockhampton ახალი კომპოზიცია BUZZCUT გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი დეტროიტელი რეპერი, დენი ბრაუნი მონაწილეობს. ნამუშევრის ინსტრუმენტალში კოლექტივმა თავისივე ტრეკის BLEACH და ვეტერანი ბრუკლინელი ემსის, ჯეი ზის 1996 წლის კლასიკის Dead Presidents II სემპლები გამოიყენა. 

8. Hamatsuki - Inbetweeners

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტმა, მამუკა ცხადაიამ, სასცენო სახელით Hamatsuki, ახალი კომპოზიცია Inbetweeners გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Sleepwalking იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2 აპრილს ქართულ ლეიბლზე Mind Controlled Rectifier გამოიცემა.

7. Floating Points & Pharoah Sanders - Movement 1

ბრიტანელმა ელექტრონულმა არტისტმა, სემ შეფარდმა, სასცენო სახელით Floating Points და ლეგენდარულმა ამერიკელმა საქსოფონისტმა, ფეროუ სანდერსმა, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ახალი კომპოზიცია Movement 1 გაავრცელეს. ტრეკი მათ კოლაბორაციულ ალბომში Promises შევიდა, რომელიც გაყიდვაში 26 მარტს ჩაეშვა.

6. Benny The Butcher & Harry Fraud - When Tony Met Sosa 

თანამედროვე ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა წამყვანმა ემსიმ, ჯერემი ფენიქმა, ფსევდონიმით Benny The Butcher ახალი კომპოზიცია When Tony Met Sosa გაავრცელა. ტრეკი მან ამერიკელ პროდიუსერთან, Harry Fraud-თან ერთად ჩაწერა. ნამუშევარი Benny The Butcher-ის EP-ში The Plugs I Met 2 შევიდა, რომელიც 19 მარტს გამოიცა.

5. Jlin & Sophie - JSLOIPNHIE

მიმდინარე წლის იანვარში გარდაცვლილი მუსიკოსის, Sophie-სა და ამერიკელი არტისტის, Jlin-ის ერთობლივი კომპოზიცია JSLOIPNHIE ცნობილი მუსიკალური ფესტივალის, Unsound-ის კომპილაციურ ალბომში Intermission შედის, რომელიც 5 მარტს გამოქვეყნდა.

4. Black Midi - John L

ბრიტანულმა ექსპერიმენტულმა როკ ჯგუფმა Black Midi ახალი სიმღერა John L და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის რიგით მეორე ალბომში Cavalcade იქნება წარმოდგენილი, რომელიც 28 მაისს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი გასპარ ნოეს ცნობილი ფილმის Climax ქორეოგრაფი, ნინა მაკკნილი გახლავთ.

3. Pink Siifu & Fly Anakin - Shawty

კალიფორნიელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ფინქ სიფუმ და ვირჯინიელმა ანდერგრაუნდ რეპერმა, ფლაი ენექინმა ახალი ერთობლივი კომპოზიცია Shawty გაავრცელეს. ტრეკი მათ კოლაბორაციულ ალბომში $mokebreak შევიდა, რომელიც 19 მარტს გამოიცა.

2.  Sons Of Kemet - Hustle ft. Kojey Radical

ბრიტანულმა ჯაზ კოლექტივმა Sons Of Kemet ახალი კომპოზიცია Hustle და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში ლონდონელი ჰიპ ჰოპ არტისტი Kojey Radical მონაწილეობს. სინგლი ჯგუფის მომავალ ალბომში Black To The Future შევა, რომელიც 14 მაისს გამოიცემა.

1. BEAK> - Oh Know

ბრიტანულმა ჯგუფმა BEAK> ახალი კომპოზიცია Oh Know და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვა. ეს პირველი სინგლია, რომელიც კოლექტივმა 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა. ნამუშევარი 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის დროს არის ჩაწერილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული