Thumbnail

ბუფალოელი ემსი, ელვინ ვორთი, ფსევდონიმით Westside Gunn, მსმენელს რამდენიმეთვიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. თანამედროვე ნიუ იორკული ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპის გავლენიანმა წარმომადგენლმა მსმენელს ორი ახალი ტრეკი: ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებული სინგლი Julia Lang და კომპოზიცია TV Boy შესთავაზა.

ჩანაწერის Julia Lang პროდიუსერი Camoflauge Monk გახლავთ - ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება სწორედ ვესთსაიდთან და ნიუ ჯერსელ მაქ-ჰომისთან თანამშრომლობით დაიმსახურა. ტრეკის TV Boy ინსტრუმენტალის ავტორები კი ვესთსაიდის შემოქმედების მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ბით ბუჩა და დერინჯერი არიან.

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს Who Made the Sunshine ავრცელებს

ნახეთ: Westside Gunn კლიპს Frank Murphy აქვეყნებს

ნახეთ: Westside Gunn კლიპში Liz Loves Luger

კომპოზიციები "გრიზელდას" დამფუძნებლის სტუდიური ჩანაწერების სერიის Hitler Wears Hermes მერვე ნაწილის სინგლებია.

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული