Thumbnail

სელინ დიონი: წლებს აღარ ვითვლი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელ პოპვარსკვლავ სელინ დიონს 30 მარტს 53 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა ამ დღესთან დაკავშირებით ტვიტერზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, სავარაუდოდ, მაშინაა გადაღებული, როცა არტისტი 1996 წლის ბილბორდის ალბომების ჩარტის ლიდერი ალბომის Falling Into You გამოცემას აღნიშნავდა. სელინმა სურათებს ტექსტიც დაურთო, რომელშიც ამბობს:

სელინ დიონი გარდაცვლილ ქმარს მიმართავს

"წლებს არ ვითვლი, მაგრამ ტორტს ისევ მივირთმევ. მადლობა, კეთილი სურვილებისთვის".

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა სელინ დიონის ჩაცმის სტილი წლების განმავლობაში

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული