Thumbnail

დემი ლოვატო: თავდაპირველად შემრცხვა, ქალი რომ მომეწონა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ პლატფორმა Spotify-ს პოდკასტში The Joe Rogan Experience სტუმრობისას განაცხადა, რომ პანსექსუალია. თავდაპირველად, საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ იზიდავს გოგონებიც, ბიჭებიც და "ნებისმიერი რამ", რის შემდეგაც წამყვანმა, ჯო როგენმა ჰკითხა, შეეფერებოდა თუ არა მას ტერმინი პანსექსუალი, რაზეც 28 წლის არტისტმა უპასუხა - დიახ, პანსექსუალი ვარ.

დემი ლოვატო საუბრობს, რაში დაეხმარა ვარცხნილობის შეცვლა

დემის თქმით, როცა უფრო ახალგაზრდა იყო, რცხვენოდა, რომ ქალებიც იზიდავდნენ, თუმცა, დღეს უკვე LGBTQIA+ თემის ამაყი წევრია.

"ახლა სექსუალური თვალსაზრისით ძალიან გახსნილი ვარ, რისი მიზეზიც, რაღაც მხრივ, ის არის, რომ აქამდე პირიქით, ძალიან ჩაკეტილი ვიყავი. გოგონებიც მომწონს, ბიჭებიც, ნებისმიერი რამ მიზიდავს. LGBTQIA+ თემის წევრი ვარ და ამით ვამაყობ. პირველად მსახიობების, სელმა ბლეისა და სარა მიშელ გელარის კოცნის სცენის ხილვისას მქონდა სექსუალური შეგრძნებები, როცა ფილმს Cruel Intentions ვუყურებდი. მომწონს-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ძალიან შემრცხვა, რადგან ტექსასის შტატში გაზრდილი ქრისტიანი გოგონასთვის ეს ძალიან მძიმე თემაა. პატარა ასაკში ყოველ ჯერზე, როცა ქალი მიმიზიდავდა, ამას საკუთარ თავში ვკლავდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე თვითონ გავიაზრებდი, თუ რას ვგრძნობდი", - იხსენებს მუსიკოსი.

ლოვატოს თქმით, საკუთარი სექსუალობის გააზრებაში ყოფილ საქმროსთან, მაქს ერიკთან დაშორება დაეხმარა, რომელზეც ორი თვის განმავლობაში იყო დანიშნული.

"შარშან მამაკაცზე ვიყავი დანიშნული და როცა ყველაფერი ჩაიშალა, ამოვისუნთქე, რადგან კვლავ შემეძლო, საკუთარი სიმართლით მეცხოვრა. როდესაც გოგოსთან დავიწყე შეხვედრა, გავიფიქრე, რომ ეს ბევრად უფრო მომწონდა. ვგრძნობდი, რომ უფრო სწორი იყო. ზოგიერთ ბიჭთან ურთიერთობისას, როცა ინტიმური სიტუაციები იქმნებოდა, ინსტინქტურად ვფიქრობდი, რომ ამაში გარევა არ მინდოდა. საქმე კონკრეტულ ადამიანში არ იყო, უბრალოდ, ვამჩნევდი, რომ ამ ადამიანებთან მეგობრობას უფრო ვაფასებდი, ვიდრე რომანტიკულ ურთიერთობას და არ მინდოდა, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ინტიმური კავშირი მქონოდა", - აღნიშნავს დემი.

დემი ლოვატო: დილერმა გამაუპატიურა და ნარკოტიკით გათიშული სიკვდილისთვის გამწირა

დემი ლოვატომ გაამხილა, რატომ მოიხმარდა ნარკოტიკებს

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული