Thumbnail

რატომ არ მოსწონდა ჯორჯ ჰარისონს პანკი და ჯგუფი Sex Pistols

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის დაშლის შემდეგ, მისი წევრი, ჯორჯ ჰარისონი კვლავ აგრძელებდა სოლო ჩანაწერებზე მუშაობას, 1970-იან წლებში მან არაერთი სტუდიური ალბომი გაავრცელა. იმ პერიოდში პანკ როკი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენდა, რაც მუსიკოსის გაღიზიანებას იწვევდა. ამასთან დაკავშირებით ის ჟურნალ Rolling Stone-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ უპირატესობას მელოდიურობას ანიჭებს და საკულტო ბენდი Sex Pistols არ მოსწონს.

სიმღერა, რომელიც ჯორჯ ჰარისონმა პირველ ცოლთან დაშორებას მიუძღვნა

რატომ არ იყვნენ ჯონ ლენონი და რინგო სტარი ჯორჯ ჰარისონის ქორწილში

ჯორჯ ჰარისონის რჩეული ალბომი The Beatles-ის შემოქმედებიდან

"ვუსმენ ერიკ კლეპტონს, ელტონ ჯონს, ბობ დილანს და ა.შ. ვერ ვიტან პანკ როკს, საერთოდ არაფერს მაძლევს. ნეგატივის გარდა ვერაფერს მთავაზობს. ძველ როკ-ენ-როლ შემსრულებლები შესანიშნავად მღეროდნენ, ჰყავდათ კარგი დრამერები, საქსოფონისტები. პანკ ბენდები კი სრული ნაგავია - საშინელი დრამი, უბრალო ხმაური და სხვა არაფერი. იმ დღეს Sex Pistols-ს ვუსმინე ტელევიზიით და შემეცოდნენ, ერთ-ერთმა თქვა - "იმ დონეზე ვართ განათლებული, რომ ქარხნებში კონვეიერებთან ვიმუშაოთო" - ეს არის მათი მომავალი. საშინელებაა. უფრო სამწუხარო ისაა, რომ ამას ბრიტანული ჯგუფი ამბობს. ინგლისი ისედაც ნეგატიური ქვეყანაა, აქ ყველას ყველაფერი უნდა, თუმცა, არაფრის გაკეთება სურს. ნეგატივს ნეგატივით არ უნდა ებრძოლო, სწორედ ეს არ მომწონს პანკში. პირიქით, მას სიყვარულით უნდა აჯობო", - განაცხადა ჰარისონმა.

1960-70 წლებში ჯორჯ ჰარისონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრი იყო ჯონ ლენონთან, პოლ მაკკარტნისა და რინგო სტართან ერთად. ჰარისონმა ჯერ კიდევ "ბითლზის" დაშლამდე გამოუშვა ორი ალბომი. სოლო კარიერის განმავლობაში ის აქტიურად მართავდა ტურნეებს და თანამშრომლობდა რინგო სტართან, ერიკ კლეპტონთან, ტომ პეტისთან და სხვა არტისტებთან. ჯორჯი 2001 წელს, 58 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული