Thumbnail

2001 წლის მიუზიკლის Moulin Rouge! საკულტო საუნდტრეკს Lady Marmalade ოცი წელი შეუსრულდა. სიმღერას ამერიკელი მუსიკოსები: კრისტინა აგილერა, ფინქი, ლილ კიმი და მაია ასრულებენ. ვიდეორგოლში აგრეთვე ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტის, Missy Elliott-ის ხილვაა შესაძლებელი. კომპოზიციის იუბილეს არტისტები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ.

"Lady Marmalade-ს ოცი წლის იუბილეს ვულოცავ", - წერს ინსტაგრამის გვერდზე კრისტინა აგილერა.

"ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კოლაბორაციულ ნამუშევარს Lady Marmalade ოცი წლის იუბილეს ვულოცავ", - წერს მისი ელიოტი ტვიტერის გვერდზე.

მაიამ კი ინსტაგრამის გვერდზე საარქივო ფოტოები და კლიპის ნაწყვეტები გააზიარა.

Lady Marmalade ამერიკელმა სონგრაითერებმა, ბობ ქრიუმ და კენი ნოლანმა შექმნეს. სიმღერამ პოპულარობა 1974 წელს მოიპოვა, როდესაც ის გოგონათა ჯგუფმა Labelle ჩაწერა. კრისტინა აგილერას, ფინქის, ლილ კიმისა და მაიას მიერ შესრულებული კომპოზიცია გამოსვლისთანავე ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ ადგილზე მოექცა და წამყვან პოზიციას ზედიზედ 5 კვირის განმავლობაში იკავებდა. სინგლი, როგორც კულტურულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ნამუშევარი, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული