Thumbnail

ელტონ ჯონი: კარანტინის პერიოდში Metallica-სთან ვითანამშრომლე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა რადიოსადგურ Apple Music 1-ის ეთერში, გადაცემაში ‎Rocket Hour სტუმრობისას განაცხადა, რომ კარანტინის პერიოდში პოპულარულ ამერიკულ ბენდთან, Metallica-სთან იმუშავა. მომღერალს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რა სახის იყო ეს თანამშრომლობა.

ელტონ ჯონი: ვატიკანის უარი გეი ქორწინების კურთხევაზე ფარისევლობაა

რა მეტსახელებით მიმართავდნენ ფრედი მერკური და ელტონ ჯონი ერთმანეთს

"კარანტინის პერიოდში "მეტალიკასთან" ვითანამშრომლე. Gorillaz-თან და კიდევ რამდენიმე სხვა არტისტთანაც ვიმუშავე. მართალია, პირადად ჩემი ნამუშევრები არ ყოფილა, თუმცა, არაჩვეულებრივ მუსიკოსებს ვეხმარებოდი", - ამბობს ელტონი.

ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021-22 წლებში დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი 2018 წელს საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული