Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერის ფავორიტი 5 ჰიპ ჰოპ არტისტი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი ცნობილი მაიამელი პროდიუსერის, დიჯეი ქალიდის პოდკასტის The First One სტუმარი გახლდათ. ქალიდმა ჯასტინს სთხოვა, მისი რჩეული 5 ჰიპ ჰოპ არტისტი დაესახელებინა. მომღერლის ფავორიტ რეპერებს შორის მოხვდნენ: ემინემი, ქანიე ვესთი, დრეიქი, ლილ უეინი და The Notorious B.I.G.

ჯასტინ ბიბერი: ხელის მტევნებზე ტატუებს არასდროს გავიკეთებ

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჯეიმს კორდენის შოუში სიმღერა Hold On შეასრულა

მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა ალბომი Justice გაავრცელა

"შემიძლია, დავასახელო ლილ უეინი, ასევე The Notorious B.I.G., მის შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმიც ვნახე და ძალიან მომეწონა. კიდევ ემინემი, ქანიე ვესთი და დრეიქი", - უპასუხა ჯასტინმა.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინმა დრეიქთან ერთად კომპოზიცია Right Here ჩაწერა, რომელიც ბიბერის 2012 წელს გამოსულ ალბომში Believe შევიდა. ბიბერი აგრეთვე დრეიქისა და თავად დიჯეი ქალიდის საერთო ტრეკის POPSTAR კლიპშიც მონაწილეობს. მას აგრეთვე ლილ უეინთან აქვს ნამუშევარი.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ბოლო ალბომი Justice მომღერალმა 2021 წლის მარტში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული