Thumbnail

მოუსმინეთ: Tune-Yards-მა Radiohead-ის სიმღერის Idioteque ქავერი შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა არტ პოპ დუეტმა Tune-Yards რადიოსადგურ SiriusXM-ს ლაივ სესიების ფარგლებში ლეგენდარული ჯგუფის Radiohead კომპოზიციის Idioteque ქავერ ვერსია შეასრულა.

პარალელურად მუსიკოსებმა ახალი, რიგით მეხუთე ალბომი Sketchy გამოაქვეყნეს, რომელიც 11 ტრეკს აერთიანებს.

Idioteque ბრიტანული კოლექტივის რიგით მეოთხე ალბომში Kid A შედის, რომელიც 2000 წელს გავრცელდა. კომპოზიცია გავლენიანმა გამოცემა Rolling Stone-მა 2000-იან წლებში ჩაწერილ 100 საუკეთესო ტრეკს შორის დაასახელა.

Tune-Yards კალიფორნიის შტატის ქალქ ოკლენდში 2006 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ დუეტმა სადებიუტო ალბომი Bird-Brains გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული