Thumbnail

ცნობილი ადამიანი, რომლისთვისაც ჯონ ლენონმა Come Together დაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა Rolling Stone-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, იან ვენერის წიგნში Lennon Remembers შესულ ინტერვიუში, რომელიც ჯონ ლენონმა ვენერს 1970 წელს მისცა, მუსიკოსი The Beatles-ის ერთ-ერთი ჰიტის, Come Together-ის შექმნის ისტორიას იხსენებს. არტისტის თქმით, თავდაპირველად მან სიმღერა ამერიკელი ფსიქოლოგის, მწერლისა და ფსიქოდელიური ნარკოტიკების მკვლევრის, ტიმ ლირის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაწერა. ამ უკანასკნელს კალიფორნიის შტატის გუბერნატორობა სურდა.

უკანასკნელი სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონმა The Beatles-ის შემადგენლობაში ჩაწერა

The Beatles-ის კომპოზიცია, რომელსაც, ლენონის აზრით, მაკკარტნიზე უკეთ იმღერებდა

ლენონისა და მაკკარტნის პასუხები კითხვაზე - აწყობდა თუ არა "ბითლზი" ორგიებს

"ტიმ ლირისა და მის ცოლს, როზმარის უნდოდათ, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ერთგვარი ჰიმნი დამეწერა. მათი სლოგანი გახლდათ Come together, join the party. მართლაც შევქმენი ასეთი სახელის კომპოზიცია, რომლის თავდაპირველი ვერსიაც ბრიტანული ჯგუფის, The Kink-ის სტილს მოგაგონებდათ. ტექსტი ასეთი იყო "Come together, and (რითმულად უკრავს ტაშს) join the party, co-o-me together and join the party". კი ვცადე, თუმცა, მაინც უკმაყოფილო ვიყავი და ტიმ ლირის მე თვითონ ვუთხარი, რომ ეს სიმღერა მას კამპანიისთვის არ გამოადგებოდა", - იხსენებდა ჯონ ლენონი.

საბოლოოდ, 1970 წელს ტიმ ლირი მარიხუანას ფლობის გამო დააკავეს და მისი საარჩევნო კამპანიაც დასრულდა.

Come Together ჯგუფ The Beatles-ის მიერ 1969 წელს გამოცემულ ალბომში Abbey Road გახლავთ წარმოდგენილი. კომპოზიციამ ამერიკულ ჩარტებში წამყვანი პოზიცია დაიკავა.

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული