Thumbnail

ტრევის სკოტი პასუხი, რატომ არ ყიდულობს თავის საოცნებო $14-მილიონიან ავტომობილს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე სამხრეთული ჰიპ ჰოპის ფლაგმანი არტისტი, ტრევის სკოტი ცნობილი ფრანგული გამოცემის L'Officiel Hommes ახალი ნომრის სტუმარი გახლდათ. ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების კოლექციონერმა მუსიკოსმა ჟურნალისტ ჯოშუა გლესთან ინტერვიუში მისი გატაცების შესახებ ისაუბრა.

ტრევის სკოტი: ჩემი ალბომი Utopia მალე გამოიცემა

"სპორტული ავტომობილები კარგად შევისწავლე. ყველა ის ექსპონატი მყავს, რომლებზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ამჟამად "ლამბორგინის" მარკის ერთ მანქანას დავადგი თვალი. ის ჩემში ბეტმენის ასოციაციას იწვევს. თუმცა, არ მოგატყუებთ, 14 მილიონი დოლარი ღირს", - აღნიშნა ჰიუსტონელმა.

ჟურნალისტი რეპერს ჩაეკითხა, რა შეგრძნება იქნება ამ ღირებულების ავტომობილის მართვა.

"თუ ცხოვრებაში მაგ ეტაპზე ხარ, რატომ არ ცვლი სამყაროს? 14 მილიონი დოლარი ბევრად უკეთ შეიძლება, დაიხარჯოს. საინტერესოა, რასაც ილონ მასკი აკეთებს, არა? დიზაინის სრულყოფასა და ინოვაციების დანერგვას ცდილობს და ყიდის 20-30 ათას დოლარად - ფასად, რასაც ადამიანები ჩვეულებრივ, რიგით მანქანებში იხდიან. ამაზე ვფიქრობდი ბოლო პერიოდი. მინდა, რასაც გავაკეთებ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", - განაცხადა ტრევისმა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ამასთან, ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული