Thumbnail

ნახეთ: girl in red-მა The Weeknd-ის სიმღერა Save Your Tears შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნორვეგიელმა მუსიკოსმა, მარი ულვენ რინგჰაიმმა, სასცენო სახელით girl in red, ადგილობრივი რადიოს NRK P3 ეთერში პოპულარული არტისტის, The Weeknd-ის კომპოზიციის Save Your Tears პოპ პანკ ქავერი და საკუთარი სინგლი Rue შეასრულა, რომელიც მის სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: girl in red - Serotonin

მარი ულვენ რინგჰაიმმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული წარმატება ამავე წელს პლატფორმა Souncloud-ზე ატვირთულმა სინგლმა I Wanna Be Your Girlfriend მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ლგბტ თემის წარმომადგენელია და მისი სიმღერების დიდი ნაწილი სწორედ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებსა და მის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული