Thumbnail

თითქმის 20 წლის შემდეგ, 2020 წელს მუსიკის ინდუსტრიამ რეკორდული შემოსავალი, კერძოდ კი $21,6 მილიარდი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია (IFPI) ავრცელებს. გლობალური მუსიკის ანგარიშის თანახმად, შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 7,4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება არტისტებს, გაყიდვებით, გადმოწერებითა და მოსმენებით ყველაზე მეტი თანხა ამერიკელმა პოპვარსკვლავებმა, ბილი აილიშმა და ტეილორ სვიფტმა, კანადელმა მუსიკოსებმა, დრეიქმა და The Weeknd, სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS და სხვებმა გამოიმუშავეს.

BTS-მა 2020 წელს მუსიკალური საქმიანობით ყველა არტისტზე მეტი გამოიმუშავა

მუსიკის ინდუსტრიას ბოლოს ასეთი მაღალი შემოსავალი 2002 წელს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მუსიკალურ პლატფორმებზე ახალი ანგარიში 102 მილიონმა ადამიანმა დაარეგისტრირა. გამომუშავებული თანხის უდიდესი ნაწილი, 62,1% (13,4 მილიარდი დოლარი) კი სწორედ Spotify-სა და Apple Music-ზე მოდის.

რაც შეეხება 2020 წელს ყველაზე გაყიდვად ალბომსა და სინგლს, BTS-ის ჩანაწერი Map of the Soul: 7 შარშან ყველაზე მეტად გაიყიდა, The Weeknd-მა კი თავისი სინგლის Blinding Lights 2,7 მილიარდი ეგზემპლარის რეალიზაცია შეძლო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული