Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: ხელის მტევნებზე ტატუებს არასდროს გავიკეთებ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კანადელი მუსიკოსი, ჯასტინ ბიბერი ტატუების დიდი სიყვარულით გამოირჩევა. მას სხეული და ხელები მთლიანად მოხატული აქვს, თუმცა, მაჯის ქვევით სვირინგის გაკეთებისგან თავს იკავებს. ამასთან დაკავშირებით 27 წლის არტისტმა თავისი ალბომის Justice პრომოუშენის ფარგლებში, რადიოსადგურ Sirius XM-ის გადაცემაში The Morning Mash Up ისაუბრა.

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჯეიმს კორდენის შოუში სიმღერა Hold On შეასრულა

ჯასტინ ბიბერს ალბომის ლოგოს მოპარვაში ადანაშაულებენ

"საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ხელის მტევნებზე ტატუებს არ გავიკეთებ. მინდა, კოსტიუმის ტარებისას ისინი არ გამომიჩნდეს. ეს ერთ-ერთი ადგილია ფეხებთან ერთად, რომელიც მოუხატავი დამრჩა", - აღნიშნავს მუსიკოსი და იმასაც ამხელს, რომ თავის ახალ ალბომში შესული კომპოზიციის Peaches შთაგონებით სხეულის რომელიმე ნაწილზე პატარა ატმის დახატვას აპირებს.

ბიბერმა საკუთარი ტატუების შესახებ ცოტა ხნის წინ Vogue-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა გამარჯვებისა და დიდების სიმბოლო ამოისვირინგა

"დათვი, რომელიც ახალზელანდიაში გულმკერდზე ამოვისვირინგე, დასვენების აღმნიშვნელია. ის როგორი ძლიერი და ამტანიც არ უნდა იყოს, გამოზამთრებისას ყოველთვის ისვენებს. ჩვენ, ადამიანები სულ მოძრაობაში ვართ, რამაც შეიძლება, დაგვქანცოს და გამოგვფიტოს. ლომის გამოსახულება გულმკერდზე კი თავდაჯერებულობის, სიმამაცისა და სიძლიერის გამომხატველია. ასევე მიყვარს ჩიტი, რომელიც ყელზე მაქვს გამოსახული. ის მახსენებს, რომ უნდა გადავუფრინო და არაფრად ჩავაგდო არაკეთილმოსურნეები", - აღნიშნა ბიბერმა.

ბიბერი "ვოგის"ობიექტივში

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ბოლო ალბომი Justice მომღერალმა 2021 წლის მარტში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული