Thumbnail

ნახეთ: St. Vincent-მა ახალი ალბომის თიზერი Daddy's Home გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენი კლარკმა, სასცენო სახელით St. Vincent, მომავალი, რიგით მეექვსე ალბომის Daddy's Home მორიგი თიზერი გაავრცელა. 4-წლიანი პაუზის შემდეგ ჩაწერილი სტუდიური ნამუშევარი 14 კომპოზიციას გააერთიანებს. კომპილაცია გაყიდვაში 14 მაისს ჩაეშვება.

ნახეთ: St. Vincent - Pay Your Way In Pain

St. Vincent-ის სახელით ცნობილმა ენი კლარკმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. გრემის ორი ჯილდოს მფლობელი არტისტი თავდაპირველად სუფიან სტივენსის ლაივ ბენდის წევრი იყო, 2007 წელს კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Marry Me გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული