Thumbnail

ფოფ სმოუქმა ემინემის რეკორდი გააუმჯობესა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის მიღწევა მისმა 2020 წელს გარდაცვლილმა ნიუ იორკელმა კოლეგამ, ფოფ სმოუქმა გააუმჯობესა. ამ უკანასკნელის სადებიუტო ალბომმა Shoot For The Stars, Aim For The Moon ბილბორდის რეპ კატეგორიის ჩარტის პირველ პოზიციაზე ზედიზედ 20 კვირა დაჰყო, მაშინ, როდესაც დეტროიტელის სტუდიურმა ნამუშევარმა Recovery ჩარტის სათავეში 19 კვირა გაატარა.

ნახეთ: ფოფ სმოუქის კლიპი AP გავრცელდა

აღსანიშნავია, რომ ბილბორდის ტოპ ალბომების ასეულში რეკორდი ემსი ჰამერის 1990 წლის ალბომს Please Hammer Don't Hurt 'Em ეკუთვნის, რომელიც პირველ პოზიციას ზედიზედ 29 კვირის განმავლობაში იკავებდა.

ნიუ იორკელის კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი 2020 წლის ივლისში გამოიცა და მსმენელისა და მუსიკის კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ამასთან, Shoot For The Stars, Aim For The Moon გახდა ჰიპ ჰოპ მუსიკოსის მიერ გამოშვებული პირველი სადებიუტო ალბომი, რომელიც არტისტის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა და პირველივე კვირაში ალბომების ზოგადი ჩარტის სათავეში მოექცა.

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული