Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტმა, მიშკა მგალობლიშვილმა, სასცენო სახელით Young Mic, თაყვანისმცემლებს ახალი კომპოზიცია "ცივი" შესთავაზა. ნამუშევრის მიქსინგის, მასტერინგისა და პროდიუსინგის ავტორი მუსიკოსი ფსევდონიმით Mazyes გახლავთ.

ნახეთ: Young Mic-მა ახალ ტრეკში 2020 წელი გადისა

მოუსმინეთ: მიშკა მგალობლიშვილი ალბომებს "შეხსენება" და Pash Is For Passion ავრცელებს

ნახეთ: Young Mic - ყველაზე ფხიზელი

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe. 2020 წლის ნოემბერში მიშკამ მსმენელს მშობლიურ და ინგლისურ ენაზე ჩაწერილი ორი ალბომი "შეხსენება" და Pash Is For Passion შესთავაზა. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე", "თსლ შავი ზედა", "მომე შანსი" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული