Thumbnail

რას უმღერის ორლანდო ბლუმი მისი და კეტი პერის შვილს დილაობით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერლის, კეტი პერის საქმრომ, მსახიობმა ორლანდო ბლუმმა ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-თან ინტერვიუში აღწერა, როგორ იწყებს ყოველდღიურად დილას. 44 წლის არტისტის თქმით, პირველ რიგში, შვილთან, დეიზი დოუისთან ერთად ატარებს დროს და გოგონას უმღერის კიდეც.

ნახეთ: კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა $14,2 მილიონად კალიფორნიაში სახლი იყიდეს

"ჯერ ჩემს ქალიშვილს დავხედავ ხოლმე, რომელსაც, როგორც წესი, არ სძინავს და საკუთარ საწოლში ღიღინებს. ჩემს საცოლეს ძილი სჭირდება, ამიტომ, ვცდილობ გვიანობამდე ვაცალო ლოგინში ყოფნა. დეიზი ძალიან მხიარული ბავშვია. ვკოცნი და შემდეგ რაღაც დროს ვთამაშობთ. თვალებში ვუყურებ და ვუმღერი - "მამიკოს უყვარს თავისი დეიზი დოუი", - რომ იცოდეს, ვინ არის მამა. ჩემი ვაჟის პირველი სიტყვა დედა იყო, დეიზიმ კი პირველად სწორედ მამა თქვა", - აღნიშნავს ბლუმი.

კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა სასიყვარულო ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს. 2017 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, შერიგების შემდეგ კი დაინიშნენ. წყვილს გოგონა 2020 წლის ზაფხულში ეყოლა. ეს მომღერლის პირველი შვილია, მსახიობს კი მოდელ მირანდა ქერისთან ქორწინებიდან 10 წლის ბიჭი, სახელად ფლინი ჰყავს. პერი და ბლუმი საერთო შვილის ფოტოებს არ ასაჯაროვებენ. მათ მხოლოდ ერთი სურათი გაავრცელეს, რომელზეც ახალშობილი გოგონას ხელი უჭირავთ.

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული