Thumbnail

რომელ მუსიკოსებს უსმენენ საქართველოს ქალაქებში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ვიდეოპლატფორმა იუთუბის სერვისის Music Charts & Insights ფარგლებში იმ მუსიკოსების რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უსმენენ. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის მონაცემები. ქვეყნის დიდი ქალაქების მიხედვით შედგენილ ჩარტებში ყველაზე ხშირად ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის, პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფების BTS და Blackpink, ასევე ქართველი მუსიკოსების, ნინო ჩხეიძისა და მასტერის სახელებს ვხვდებით.

მუსიკოსები, რომლებიც 2020 წელს ყველაზე მეტჯერ დაგუგლეს

წარმოგიდგენთ იმ არტისტების ოცეულს, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზემოხსენებულ ქალაქებში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვეს.

თბილისი

ოცეულში ასევე მოხვდნენ ქართველი მუსიკოსები, მასტერი და დათო კენჭიაშვილი, პოპულარული ამერიკელი არტისტი, ბილი აილიში, კანადელი სუპერვარსკვლავი The Weeknd, ამერიკული ჯგუფი Imagine Dragons და რუსეთში მოღვაწე კოლექტივი A-Studio.

ბათუმი

ოცეულის მიხედვით, ბათუმში ასევე პოპულარობით სარგებლობენ ბილი აილიში, მასტერი, Sia, The Weeknd და სხვები.

ქუთაისი

ამასთან, ლელა წურწუმია, ტრიო მანდილი, A'Studio, Sia და Imagine Dragons არიან იმ არტისტებს შორის, რომლებიც ოცეულში მოხვდნენ.

ზუგდიდი

ოცეულში აგრეთვე ვხვდებით მასტერს, დათო კენჭიაშვილს, ავსტრალიელ მუსიკოს Sia-ს, ამერიკელ შემსრულებელ ჯეისონ დერულოს და სხვებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული