Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი და პროფესიონალი კალათბურთელი, ხადიმულ ფოლი, სასცენო სახელით Sheck Wes, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ჰარლემელმა ახალი კომპოზიცია UNORTHODOX გამოაქვეყნა, რომლის პროდიუსერიც Redda გახლავთ. ჩანაწერი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა შემსრულებლის მომავალი ალბომის Hell 2 Paradise სინგლია.

ნახეთ: Sheck Wes - Rich One Day

ნახეთ: Sheck Wes - YKTS

მოუსმინეთ: Sheck Wes - Sadio Mane (YNWA)

შექ უესმა მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ ამავე წლის კომპოზიციით Mo Bamba გაიცნო. არტისტი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის მიერ დაარსებული ლეიბლის, Cactus Jack-ისა და ქანიე ვესთის G.O.O.D. Music-ის წევრია. 2018 წლის ოქტომბერში არტისტმა სადებიუტო ალბომი Mudboy გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. შემსრულებლის თქმით, მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაცია მუსიკოსი Kid Cudi გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული