Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის პოპულარულმა წარმომადგენელმა, გიორგი ქებურიამ, ფსევდონიმით Kay G, კომპოზიცია OCD გამოაქვეყნა. ტრეკის პროდიუსერი თავად გიორგი გახლავთ. ჩანაწერი რეპერის ბოლო სტუდიურ ნამუშევარში Trauma '96 არის წარმოდგენილი.

Kay G-მ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო

ნახეთ: ერეკლე დეისაძე & Kay G - დილასადრიან

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით", "260-6" და სხვა. 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი გიორგიმ ახალი EP სახელწოდებით Trauma '96 გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული