Thumbnail

ზეინ მალიკმა დაასახელა One Direction-ის წევრი, რომელიც მასზე უკეთეს მუსიკას ქმნის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ინგლისურ-ირლანდიური ჯგუფის One Direction ყოფილმა წევრმა, ზეინ მალიკმა ამერიკელ მუსიკოს ინგრიდ მაიკლსონთან ერთად ჩაწერილი ახალი სინგლის To Begin Again პრომოუშენის ფარგლებში რადიოსადგურ SiriusXM-ს მისცა ინტერვიუ. კითხვაზე, თავისი ბენდის რომელი წევრის სოლო შემოქმედება მოსწონს ყველაზე მეტად, არტისტმა უპასუხა:

ზეინ მალიკი: საჩუქრები თუ არ აგზავნე, გრემის ნომინაციას ვერ მიიღებ

მოუსმინეთ: ზეინ მალიკმა ალბომი Nobody Is Listening გამოუშვა

"ნაილ ჰორანი ჩემი რჩეულია. ის ყველაზე კარგ მუსიკას აკეთებს. მეტსაც გეტყვით, ჩემზე უკეთეს ნამუშევრებს ქმნის. ნაილის დიდი თაყვანისმცემელი ვარ", - ამბობს მალიკი.

ზეინ მალიკმა ჯგუფი 2015 წელს დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში კი ბენდმა განუსაზღვრელი დროით შემოქმედებითი პაუზა აიღო. კოლექტივის დანარჩენემა წევრებმაც სოლო კარიერას მიჰყეს ხელი.

ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2016-ში კი ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული