Thumbnail

დომენიკური წარმოშობის თრეფ არტისტი Chucky73 და პუერტორიკოელი რეპერი, ელადიო კარიონი ახალ კომპოზიციას Nube და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებენ. ვიდეორგოლის ავტორი Narx Filmz გახლავთ. ეს მუსიკოსების პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია.

ადელ მეხიამ, სასცენო სახელით Chucky73, შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ შემსრულებელმა Fetti031-თან ერთად სადებიუტო ალბომი Sie7etr3 გაავრცელა და ამავე სახელწოდების ლეიბლიც დააარსა. ამავე წელს არტისტმა სოლო ალბომი De Chamaquito Siempre Cabezu გამოუშვა.

ელადიო კარიონ მორალეშმა კი შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Sauce Boys გაავრცელა. 2021 წლის იანვარში კი არტისტმა კიდევ ერთი ჩანაწერი Monarca გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული