Thumbnail

რინგო სტარი: ბილი აილიში საოცარი მუსიკოსია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, რინგო სტარმა, პროგრამა Zoom-ის საშუალებით, თავისი ბოლო EP-ის Zoom In პრომოუშენის ფარგლებში თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. საუბარი 19 წლის პოპვარსკვლავ ბილი აილიშსაც შეეხო, რომელიც რინგომ გრემის რიგით 63-ე დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაში, გამარჯვებულად გამოაცხადა.

მოუსმინეთ: რინგო სტარის ახალ EP-ში პოლ მაკკარტნი, დეივ გროლი და სხვები მონაწილეობენ

"გჯერათ, რომ რინგო სტარი 80 წლისაა?" - რა რეაქცია მოჰყვა გრემიზე მუსიკოსის გამოჩენას

"ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ გრემის დაჯილდოების ცერემონიაში მივიღე მონაწილეობა და წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაში გამარჯვებულად ბილი აილიში დავასახელე. ბილი საოცარი მუსიკოსია. მასთან შეხვედრა არაჩვეულებრივი იყო. მუსიკალური ნიჭის გარდა, ბრწყინვალე ადამიანია. აღსანიშნავია მისი ძმა ფინიასიც, რომელიც ჩემს EP-ში მონაწილეობს", - ამბობს რინგო.

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის 12-ვე ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული