Thumbnail

მოუსმინეთ: Pink Siifu და Fly Anakin ალბომს $mokebreak ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2020 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპ ჰოპ ალბომის FlySiifu's ავტორები, კალიფორნიელი ალტერნატიული რეპერი, ფინქ სიფუ და ვირჯინიელი ანდერგრაუნდ ემსი, ფლაი ენექინი მსმენელს ახალი სტუდიური ჩანაწერით $mokebreak დაუბრუნდნენ, რომელიც 10 კომპოზიციას მოიცავს. არტისტებმა ნამუშევრის ფარგლებში ითანამშრომლეს კოლეგებთან: Chuck Strangers, Foushee, Yungmorpheus, ZelooperZ, Mavi, Koncept Jack$on, Peso Gordon, B. Cool-Aid და სხვა.

ნახეთ: Pink Siifu & Fly Anakin - Mind Right

ფინქ სიფუმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება 2018 წელს გამოცემულმა ნამუშევარმა Ensley მოუტანა. კალიფორნიელი რეპერის 2020 წლის სტუდიურმა ნამუშევარმა NEGRO მსმენელისა და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

ფლაი ენექინმა კი მუსიკალური კარიერა 2016 დაიწყო. ვირჯინიელმა არტისტმა ამ დრომდე 8 ალბომი გამოაქვეყნა. ენექინი ემსიებისა და პროდიუსერების გაერთიანების Mutant Academy ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ის ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, მედლიბის დამოუკიდებელი ლეიბლის Madlib Invazion წევრია. მისი შედარებით ცნობილი კომპოზიციებია Grandma's Spot, Sun.Do და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული