Thumbnail

მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომი Justice გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი Justice გამოუშვა. 16 კომპოზიციისგან შემდგარ ჩანაწერში, ახალ ტრეკებთან ერთად, აქამდე გავრცელებული სინგლები Holy, Lonely, Anyone და Hold On არის წარმოდგენილი. ჩანაწერში მონაწილეობენ ცნობილი პროდიუსერი ბენი ბლანკო, ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი Chance The Rapper, არენბი შემსრულებელი Khalid, ნიგერიელი არტისტი Burna Boy, ამერიკელი მუსიკოსი Givēon, კანადელი არტისტი Daniel Caesar და სხვები. მუსიკოსმა ალბომთან ერთად მასში შესულ კომპოზიციაზე Peaches გადაღებული კლიპიც გაავრცელა.

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი ახალ ვიდეორგოლს Peaches ავრცელებს

ჯასტინ ბიბერმა განმარტა, რატომ არ აქვს მობილური ტელეფონი

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ბოლო ალბომი Justice მომღერალმა 2021 წლის მარტში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული