Thumbnail

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა ახალი სიმღერა Tu Veneno და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. რეგიტონ ტრეკის პროდიუსერები ბალვინის თანამემამულე არტისტები: Sky Rompiendo და Taiko არიან. ნიუ იორკში გადაღებული ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ხოსე-ემილიო საგარიო გახლავთ.

ნახეთ: J Balvin - Ma' G

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული