Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი ახალ ვიდეორგოლს Peaches ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ახალი სიმღერა Peaches და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიციას ის თანამემამულე არტისტთან, Daniel Caesar-თან და ამერიკელ მუსიკოსთან, Giveon-თან ერთად ასრულებს. ტრეკი ჯასტინის ბოლო ალბომში Justice შევიდა. ნამუშევრის ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი კოლინ ტილია.

ჯასტინ ბიბერმა განმარტა, რატომ არ აქვს მობილური ტელეფონი

ჯასტინ ბიბერი კლიპში Hold On შეყვარებულის გადასარჩენად ბანკს ძარცვავს

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ბოლო ალბომი Justice მომღერალმა 2021 წლის მარტში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული