Thumbnail

რინგო სტარს ჰკითხეს, რამდენად ხშირად ფიქრობს The Beatles-ის წევრებზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილი წევრი, რინგო სტარი სტივენ კოლბერის ღამის შოუს ესტუმრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას საუბარი მისი კოლექტივის წევრების შესახებ ჩამოვარდა, რა დროსაც წამყვანმა 80 წლის არტისტს ჰკითხა:

"გჯერათ, რომ რინგო სტარი 80 წლისაა?" - რა რეაქცია მოჰყვა გრემიზე მუსიკოსის გამოჩენას

რატომ არ იყვნენ ჯონ ლენონი და რინგო სტარი ჯორჯ ჰარისონის ქორწილში

- თუ არ ჩავთვლით შემთხვევებს, როდესაც სხვები გეკითხებიან "ბითლზის" წევრების შესახებ, თავად რამდენად ხშირად გახსენდებიან ისინი? ფიქრობთ მათზე?

"კი, მათზე ვფიქრობ ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ყოველ წუთს არა. ჩვენ ორი სევდიანი თარიღი გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ ჯორჯი დავკარგეთ, 40 წლის წინ კი ჯონი, ღმერთო ჩემო", - აღნიშნა რინგომ.

რინგო სტარმა გაიხსენა, რატომ ჩაშალა პოლიციამ The Beatles-ის უკანასკნელი კონცერტი

მუსიკოსმა ასევე იმ განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლ მაკკარტნის, ჯონ ლენონს, ჯორჯ ჰარისონსა და მას შორის არსებობდა ჯგუფში მოღვაწეობის პერიოდში.

"ყოველთვის ვამბობ, რომ დედისერთა ვიყავი, უეცრად კი სამი ძმა შევიძინე. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით, თითქმის ტელეპატიური კავშირი გვქონდა ერთმანეთთან", - ამბობს არტისტი.

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის 12-ვე ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ჩანაწერი აქვს გამოცემული, ახალ EP-ს კი 19 მარტს გამოუშვებს. მასში სხვა მუსიკოსებთან ერთად, პოლ მაკკარტნიმაც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული