Thumbnail

ემინემის ჰიტის My Name Is ახალი ვერსია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

იუთუბის არხმა 30 Hertz ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, მარშალ მეზერსის, იგივე Eminem-ის 1999 წლის ტრეკის My Name Is ალტერნატიული ვერსია შექმნა სახელწოდებით "როგორი იქნებოდა კომპოზიცია My Name Is, ემინემს რომ 2021 წელს დაეწერა?". ჯერჯერობით ჩანაწერის ნაწყვეტი გავრცელდა, სრული ტრეკი ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ტრეკში ემინემი მარკ ცუკერბერგს დისავს

ნეირონული ქსელის გამოყენებით შეცვლილ კომპოზიციის ტექსტში ემინემი მომღერალ ბილი აილიშის მწვანე თმაზე, დრეიქზე, კეიპოპსა და ტვიტერზე რეპავს.

"გამარჯობა, ბავშვებო, გინდათ, ბილი აილიშის მსგავსად თმა ღია მწვანედ შევიღებო? გინდათ, მომბაძოთ და ზუსტად ის აკეთოთ, რასაც მე ვაკეთებდი?".

"Hi, kids, wanna see me dye my hair bright green just like Billie Eilish?
Wanna copy me and do exactly like I did?".

"ჯერ არ ვიცი, რომელი კეიპოპ გოგონას დაორსულება მინდა და რიგითი ნაბიჭვარი ტვიტერზე დამიწერს:
"შენი ალბომი საშინელებაა, მირჩევნია, შენ ნაცვლად დრეიქს ვუსმინო".

"I can't figure out which K-pop girl I want to impregnate and some random bitch on Twitter said:
"Your album fucking sucks ass, I think I'd rather listen to Drake instead".

კომენტარები

ბოლოს დამატებული