Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ახალი ფრისტაილი სახელწოდებით Break From LA გამოაქვეყნა. დასავლელი რეპერის მელანქოლიური ჩანაწერის პროდიუსერები Dakari, William Van Zandt და Doc Daniels არიან.

მოუსმინეთ: G-Eazy x Kiana Ledé - A Little More

მოუსმინეთ: G-Eazy x Chris Brown - Provide

მოუსმინეთ: G-Eazy ალბომის When It's Dark Out დელუქს ვერსიას აქვეყნებს

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 2020 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა ექსპერიმენტს მიმართა და პოპ როკით შთაგონებული ალბომი Everything's Strange Here გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული