Thumbnail

UNKLE ახალი მიქსტეიპის ტრეკლისტს და სიმღერას If We Don't Make It ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანულმა პროექტმა UNKLE ახალი კომპოზიცია If We Don't Make It გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსების მომავალ მიქსტეიპში Rōnin I შევა, რომლის პირველი ნაწილიც 26 მარტს გამოიცემა, მეორე ნაწილის გამოქვეყნების თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

მოუსმინეთ: UNKLE - Do Yourself Some Good

არტისტებმა იუთუბის არხზე მიქსტეიპის თიზერიც გაავრცელეს.

სტუდიურ ჩანაწერში სულ 11 ტრეკი შევა, მათ შორის იქნება როგორც ახალი კომპოზიციები, ასევე მუსიკოსების ბოლო ორ ალბომში The Road: Part 1 და The Road: Part II (Lost Highway) შესული ნამუშევრების განახლებული ვერსიებიც. UNKLE-ის მომავალ მიქსტეიპში ისეთი ცნოიბილი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: მაიკლ კივანუკა, ჯორჯ ჰარისონის შვილი, ხანი ჰარისონი და სხვები.

იხილეთ ჩანაწერის ტრეკლისტი:

1. ‘初登場’
2. Ar.Mour (Rōnin Dub) [Feat. Miink]
3. The Other Side (Rōnin Def Mix) [Feat. Tom Smith]
4. On My Knees (Rōnin Def Mix) [Feat. Michael Kiwanuka]
5. If We Don’t Make It (Rōnin Throwdown)
6. Do Yourself Some Good (Rōnin Throwdown)
7. ‘初幕間’
8. Find An Outsider (Rōnin Reconstruction) [Feat. The Big Pink]
9. Days and Nights / Reprise (Rōnin Re-Edit) [Feat. Dhani Harrison]
10. Feel More / With Less (Rōnin Reconstruction) [Feat. Liela Moss]
11. Catch Me When I Fall (Rōnin Vocal Mix) [Feat. Callum Finn]

ტრიპ ჰოპ პროექტი UNKLE ჯეიმს ლაველმა 1992 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფს ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. არტისტების ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Burn My Shadow, Be There და When Things Explode. კოლექტივმა თბილისში, Tbilisi Open Air-ზე კონცერტი ორჯერ, 2016 და 2019 წლებში გამართა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული