Thumbnail

ნახეთ: ფოფ სმოუქის კლიპი AP გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გარდაცვლილი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, იუთუბის არხზე კომპოზიციაზე AP შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოქვეყნდა. ჩანაწერი ფოფ სმოუქის მონაწილეობით შექმნილი სპორტული დრამის Boogie ერთ-ერთი საუნდტრეკია. კლიპში ხსენებული ფილმის კადრებია გამოყენებული.

ნახეთ: გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ვიდეორგოლი What You Know Bout Love გავრცელდა

DMX: ჩემს მომავალ ალბომში "გრიზელდას" წევრები და ფოფ სმოუქი მონაწილეობენ

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული