Thumbnail

სახლი, რომელიც რიანამ ბევერლი ჰილზზე $14 მილიონად იყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ ახლახან ლოს ანჯელესის ოლქში, ბევერლი ჰილზზე სახლი შეიძინა 13,8 მილიონ აშშ დოლარად. 1938 წელს აგებულ შენობაში თავდაპირველად ცნობილი ამერიკელი მწერლის, რეჟისორისა და პროდიუსერის, სიდნეი შელტონის შვილი, ნოველისტი მერი შელტონი ცხოვრობდა, რომელმაც უძრავი ქონება 2016 წელს გაასხვისა. ახალმა მფლობელმა კი სახლი რადიკალურად შეცვალა.

რეპერი Nelly ყიდის სახლს, რომელიც 19 წელი მიტოვებული ჰქონდა

ნახეთ: სახლი, რომელშიც ბრიტნი სპირსი გაიზარდა

706 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელში 5 საძინებელი, 7 სველი წერტილი, სპორტდარბაზი, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი. მაღალი კედლებითა და გამწვანებით შემოსაზღვრულ ეზოში კი აუზი და ბუნგალოა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ სახლში მოსახვედრად მიწისქვეშა გვირაბი გამოიყენება, რომელიც ორ ავტომობილზე გათვლილ ფარეხში შედის.

მუსიკოსი 2019 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. გასული წლის სექტემბერში მან ლონდონში, წმინდა სენტ ჯონსის ისტორიულ რაიონში მდებარე სახლი 41 მილიონ დოლარად გამოიტანა გასაყიდად უძრავი ქონების ბაზარზე. ამის პარალელურად რირი აქტიურად იყო დაკავებული აშშ-ში ახალი სახლის მოძიებით და მანამ არჩევანს ვარსკვლავების ფავორიტ ბევერლი ჰილზზე შეაჩერებდა, ნიუ იორკის შტატში რამდენიმე ოკეანისპირა აპარტამენტით დაინტერესდა.

ფოტოგალერეა: რიანა ლონდონში მდებარე სახლს $41 მილიონად ყიდის

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული