Thumbnail

Lil Baby: მინდა, ჯეი ზის კვალს გავყვე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, დომინიქ ჯოუნსი, ფსევდონიმით Lil Baby, 2020 წლის კომპოზიციაში Gang Signs რეპავს: "ჯეი ზის არასდროს შევხვედრივარ, თუმცა, უბანში თავს ჰოვას (ჯეის მეტსახელი) მსგავსად ვგრძნობ". რამდენიმე დღის წინ გამართულ გრემის დაჯილდოებაზე ატლანტელმა ოცნება აისრულა და შონ კარტერი პირადად გაიცნო, რასაც მოგვიანებით ტვიტერზეც გამოეხმაურა.

Lil Baby: იანგ თაგმა ფული მომცა, რომ ქუჩას ჩამოვშორებოდი და მუსიკა პროფესიად მექცია

21 Savage: ჯეი ზიმ მითხრა, ფული არ მინდა, ვალი შენი კარგი ადამიანობით დამიბრუნეო

Lil' Cease: Biggie ფიქრობდა, რომ Jay-Z მასზე უკეთესი იყო

"ჯეი ზის შევხვდი. მან დაცვის წევრები ბიონსესთან გაუშვა, თავად კი თავისუფლად დადიოდა. ნამდვილი ბოსია", - დაწერა ლილ ბეიბიმ სოციალურ ქსელში.

ამის შემდეგ გამოცემა "ბილბორდთან" ინტერვიუში ბეიბიმ ჯეის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

"სელებრითების გაცნობა არასდროს მხიბლავდა. თუმცა, ჯეი სხვა შემთხვევაა. მის თითოეულ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას ვაკვირდები. მსურს, მის კვალს გავყვე".

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში ახალგაზრდა სამხრეთელის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა, რომელმაც გამოქვეყნებიდან სამ კვირაში ოქროს სტატუსი მოიპოვა. დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით ნამუშევრის 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული