Thumbnail

მოუსმინეთ: ცნობილი ლეიბლი 4AD კომპილაციური ალბომის მეორე ნაწილს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ლეიბლი 4AD კომპილაციური ალბომის Bills & Aches & Blues მეორე ნაწილს ავრცელებს. ჩანაწერში მისი წევრი მუსიკოსები კომპოზიციებს აქავერებენ: ამერიკელი მუსიკოსი ელადო ნეგრო Deerhunter-ის Futurism-ს, არტ პოპ პროექტი Tune-Yards ცნობილი ჯგუფის, The Breeders-ის Cannonball-ს, მინიმალისტური ანსამბლი Bing & Ruth პოპულარული ბენდის, Pixies-ის Gigantic-ს, არენბი შემსრულებელი Spencer. გრაიმსის Genesis-ს, დანიური კოლექტივი Efterklang კი Piano Magic-ის Postal-ს.

ლეიბლის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი კომპილაციური ნამუშევრის სრული ვერსია 2 აპრილს გამოიცემა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული