Thumbnail

დრეიქმა ბილბორდის ჩარტში რეკორდი მოხსნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სამტრეკიანი სტუდიური ნამუშევრის Scary Hours 2 გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში, კანადელი სუპერვარსკვლავი, დრეიქი ბილბორდის მორიგი რეკორდის მფლობელი გახდა. ის პირველი არტისტია, რომლის ახალი კომპოზიციების დებიუტი ცხელი ასეულის ტოპ სამ პოზიციაზე ერთდროულად შედგა. ინფორმაცია კომპანია Chart Data-ს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

Drake: ალბომი Certified Lover Boy ძალიან მალე გამოიცემა

Funk Flex: დრეიქი Jay-Z-ზე კრეატიული არტისტია

ამ მნიშვნელოვან მიღწევას ინსტაგრამზე თავად რეკორდის ავტორიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ჰიტ-აღლუმის სქრინშოთი გამოაქვეყნა.

ამასთან, დრეიქმა პოპვარსკვლავ არიანა გრანდესა და ეპოქალური როკ ჯგუფის The Beatles რეკორდი გაიმეორა. ამ არტისტების ნამუშევრებიც მოხვედრილა ჰიტ-აღლუმის პირველ სამ ადგილზე, თუმცა, არა სადებიუტო კვირაში.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული