Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორებას უარყოფენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გასულ კვირას დასავლურ მედიაში დაიწერა, რომ ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი და მისი საქმრო, ბეისბოლის ვარსკვლავი, ალექს როდრიგესი ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ახლახან ოფიციალური კომენტარი გააკეთა. მათ ჭორები უარყვეს და განაცხადეს, რომ კვლავ ერთად არიან. თუმცა, ჯეილოს და ალექსს არ დაუმალავთ, რომ ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები აქვთ.

ჯენიფერ ლოპესი: ასაკის მატებას ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია, გვიან დავბერდეთ

"როცა არ გაფასებენ, უნდა გაეცალო" - ჯენიფერ ლოპესი კლიპს ავრცელებს

"გავრცელებული ცნობები არაზუსტია. ჩვენ, უბრალოდ, გარკვეულ საკითხებზე ვმუშაობთ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ჟურნალი People წერს, წყვილი უარყოფს, რომ მათ ურთიერთობაში არსებული სირთულეები მესამე პირს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში დაიწერა, რომ ალექსს რეალითი შოუს Southern Charm ვარსკვლავ მედისონ ლეკროისთან ჰქონდა ახლო კავშირი.

"ალექსი და ჯეილო არასდროს დაშორებულან და არც განუხილავთ ეს საკითხი. ისინი ისევ ერთად არიან, მაგრამ რთული პერიოდი აქვთ. გასულ თვეს გავრცელებული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსს მედისონ ლეკროისთან ჰქონდა რომანი, საერთოდ არაა კავშირში მათ ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებთან", - განუცხადა წყარომ ჟურნალ People-ს.

აღსანიშნავია, რომ "ფიფლმა" ახლახან ინფორმაცია გაავრცელა, რომ როდრიგესმა ლოპესს დომინიკელთა რესპუბლიკაში ჩააკითხა, სადაც ეს უკანასკნელი ფილმის Shotgun Wedding გადაღებებზე იმყოფება.

"ჯენიფერი ძალიან გაახარა მასთან პირისპირ შეხვედრამ. ისინი მართლა ცდილობენ ყველაფრის გარკვევას. ბედნიერი მომენტი იყო, როცა ერთმანეთი კვლავ ნახეს", - ეუბნება წყარო გამოცემას.

ჯერ კიდევ კვირა დღეს როდრიგესი პაპარაციმ ფლორიდაში, სპორტდარბაზისკენ მიმავალი აღბეჭდა და წყვილის დაშორებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. სწორედ ამ დროს გააკეთა ალექსმა პირველი კომენტარი ამ თემაზე.

"მარტოხელა არ ვარ", - ამბობს ის TMZ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

კადრებში ჩანს, როგორ პასუხობს ვარჯიშის შემდეგ ალექსი ტელეფონს. პაპარაცის კითხვაზე, ჯეილომ დაურეკა თუ არა მას, როდრიგესი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.

ჯენიფერ ლოპესი: მე და ალექსს კითხვა გაგვიჩნდა, საერთოდ გვინდა თუ არა დაქორწინება

წყვილი 2017 წლიდან ერთად ცხოვრობს. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი ოფიციალურად დაინიშნენ. 2020 წლის ზაფხულში ჯეილო და ალექსი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავდნენ იტალიაში, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები ჩაეშალათ. მომღერალს წინა ქორწინებიდან 12 წლის ტყუპი და-ძმა, ემა და მაქსი ჰყავს, როდრიგესი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შვილებთან ერთად

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული