Thumbnail

ნახეთ: E-40, Joyner Lucas და T.I. კლიპში I Stand On That

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა კალიფორნიელმა რეპერმა, ერლ სტივენსმა, ფსევდონიმით E-40, 2020 წლის ოქტომბერში გავრცელებულ კომპოზიციაზე I Stand On That გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. დასავლელი ემსის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი კოლეგები Joyner Lucas და T.I. მონაწილეობენ.

რეპერებმა Snoop Dogg, Ice Cube, Too Short და E-40 სუპერჯგუფი ჩამოყალიბეს

მოუსმინეთ: Too Short & E-40 - Triple Gold Sox

ერლ სტივენსმა მუსიკალური კარიერა 1986 წელს დაიწო. არტისტის შემოქმედება ოცზე მეტ ალბომსა და ათამდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. მის გამორჩეულ ნამუშევრად 1995 წელს გამოშვებული, პლატინის სტატუსის მქონე In A Major Way ითვლება. მუსიკოსი არაერთ მხატვრულ ფილმშიც მონაწილეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული