Thumbnail

ნახეთ: 21 Savage "ლუი ვიტონის" კაფსულა კოლექციის სახე გახდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage, ცნობილი ფრანგული მოდის სახლის, "ლუი ვიტონის" მამაკაცების ზაფხულის კაფსულა კოლექციის სახე გახდა. დიზაინერ ვირჯილ აბლოს მიერ შექმნილი შარვლების, ფეხსაცმელების, ჩანთების, კოსტიუმების, ჟაკეტების, პერანგების, შორტების, მაისურებისა და სხვა ნივთების შეძენა მსურველებს 19 მარტიდან შეეძლებათ.

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში Glock In My Lap

აღსანიშნავია, რომ ყველა ნივთი ეკომეგობრული მასალისგანაა დამზადებული. სარეკლამო ვიდეო თავად რეპერმაც გაავრცელა ინსტაგრამის გვერდზე.

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია ორ კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული