Thumbnail

მოუსმინეთ: Kölsch ახალ ალბომს Isopolis ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

დანიელი ელექტრონული მუსიკოსი, რუნე რაილი კიოლში, პროექტით Kölsch, ახალ ალბომს Isopolis ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც 8 კომპოზიციას აერთიანებს, არტისტმა საკუთარ ლეიბლზე IPSO გამოსცა.

კიოლშმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს, ელექტრონულ დუეტში Artificial Funk დაიწყო. ამის შემდეგ მუსიკოსი წლების განმავლობაში არაერთ პროექტში სხვადასხვა ფსევდონიმით მოღვაწეობდა. 2013 წელს კიოლშმა საკუთარი სახელით სადებიუტო ალბომი 1977 გაავრცელა. სოლო პროექტის ფარგლებში მას ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული