Thumbnail

დევიდ გილმორი: Pink Floyd-ის დაბრუნება სიყალბე იქნება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის ყოფილმა წევრმა, დევიდ გილმორმა გამოცემა Guitar Player-თან ინტერვიუში ბენდის შესაძლო შეკრებასა და კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. როგორც არტისტმა აღნიშნა, კოლექტივმა თავი ამოწურა და ნამდვილად აღარ სურს მის ფარგლებში შოუების ჩატარება.

როჯერ უოტერსი: Pink Floyd-ის აღდგენა საშინელი იდეაა

"Pink Floyd არ აღდგება, ბენდში არაერთი წელი გავატარე. ის პერიოდი ხალისითა და ბედნიერებით იყო სავსე. თუმცა, დღეისთვის კოლექტივმა თავი ამოწურა. ყალბი იქნება, თუ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და გავაგრძელებთ მოღვაწეობას. როჯერ უოტერსმაც უნდა აკეთოს ის, რაც სურს და ამისგან სიამოვნება მიიღოს. მაგრამ კოლექტივის დაბრუნება და სტადიონებზე დაკვრა ნამდვილად არ მინდა. ეს ჩემი ნებაა", - ამბობს გილმორი.

ცნობისთვის, გასულ წელს როჯერ უოტერსმა დანანებით აღნიშნა, რომ ბენდის წევრებს ალბომის Animals ფირფიტის განახლებულ ვერსიაზე მუშაობა შესთავაზა, თუმცა, თანხმობა ვერ მიიღო.

Pink Floyd ლონდონში 1965 წელს ჩამოყალიბდა და მალევე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად იქცა. ჯგუფს სულ 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგანაც 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელიც Billboard 200-ში რეკორდული დროის, 943 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

    კომენტარები

    ბოლოს დამატებული